ქართული ეროვნული საგანძური-ორნამენტი ტრიკოტაჟის ნაწარმში
DOI:
https://doi.org/10.52340/atsu.2026.1.27.14საკვანძო სიტყვები:
ქსოვა, ორნამენტი, ტრიკოტაჟი, საქსოვი მანქანა, მოდელი, ოპტიმიზაციაანოტაცია
ქართული კულტურა ვითარდება საქართველოს ისტორიასთან ერთად რასაც სხვა კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებთან თანაარსებობით ასაზრდოებს ტრადიციული ორნამენტი. ორნამენტი შესწავლილია და გადმოტანილია სხვადასხვა მასალაში. დღეს უკვე აქტუალურია ტექსტილზე ჩითვის მეთოდით დატანილი ორნამენტები, ასევე ეთნო სტილში დამზადებული ხალიჩები, მაგრამ ტრიკოტაჟის ნაწარმზე იშვიათად გვხვდება ქსოვის ტექნოლოგიური პროცესების სირთულებიდან გამომდინარე. ნაშრომში წარმოდგენილია ხეზე, ქვაზე და ტექსტილზე გამოსახული ძველი ქართული ორნამენტების გაანალიზების, შედეგად შერჩეული ორნამენტების ფრაგმენტების ტრიკოტაჟის ნაწარმში გადმოტანის მცდელობა და მათი ესკიზების დამზადების მეთოდები. კერძოდ, მოვახდინეთ მოძიებული მასალიდან ტრადიციული ორნამენტების გამოყოფა და ამ ნიმუშების ესკიზების და ქსოვის სქემების დამზადება, შერჩეული ხლართისა და ნედლეულის გათვალისწინებით. დავადგინეთ საოჯახო ტიპის საქსოვი მანქანებისათვის LK150, LK155 და SK280 ასევე ბრტყელფანგურ „ПВПЭМ“ მანქანისათვის ქსოვის ოპტიმალური ტექნოლოგიური პარამეტრები, რათა აღნიშნული ორნამენტები შემდგომში მოიქსოვოს ზემოთ მითითებულ ტრიკოტაჟის საქსოვ მანქანებზე. ჩვენ მიერ მოძიებული ორნამენტების საფუძველზე შევადგინეთ ესკიზები და მათი გამოყენებით მოვქსოვეთ რამდენიმე ორნამენტის ნიმუში.
##plugins.themes.default.displayStats.downloads##
წყაროები
Kartsidze, N., Ugrekhelidze, I., Sarava, N., Sulaberidze, D. 2024. ”Glazed ceramic vessel with the image of a bird from the Kutaisi Historical Museum.” Global Science: Prospects and Innovations. Proceedings of VII International Scientific and Practical Conference , Liverpool, United Kingdom: Cognum Publishing House. Retrieved from, 2024: 412-420.
Kvantidze, G., Lursmanashvili, L., Pailodze, N., Abesadze, N.2023. “Modern Aspects of Tushetian Handicraft (Coloring, Kniting, Decor).” History, Archaeology, Ethnology [Online], 2023, no. IX, 230-241. http://www.sciencejournals.ge/index.php/HAE/article/view/361. Date accessed: 18 may 2024. (In Georgian)
Lursmanashvili, L., Kvantidze, G., Failodze, N.2022. “Color Harmonization in Georgian Ornaments.” Georgian Scientists , Vol. 4, no. 5, 2022: 369-382. doi.org/10.52340/gs.2022.04.05.41 (In Georgian)
Lursmanashvili, L., Kvantidze, G., Failodze, N., Abesadze, N. 2025. ქართული ნაქსოვი ორნამენტი ტექსტილში - ტრადიციული და თანამედროვე აქცენტები, The Georgian Woven Ornament in Textiles – Traditional and Contemporary Accents.



