ძველი ქართული ორნამენტების საქსოვ მანქანაზე ქსოვის ტექნოლოგიური პარამეტრების დადგენა
DOI:
https://doi.org/10.52340/atsu.2025.1.25.16საკვანძო სიტყვები:
ქსოვა, ორნამენტი, ტრიკოტაჟი, საქსოვი მანქანა, ოპტიმიზაციაანოტაცია
ნაშრომში წარმოდგენილია ჩვენ მიერ მოძიებული ძველი ქართული ნაქსოვი ორნამენტების გაანალიზების, სისტემატიზაციის, ტიპოლოგიზაცის და კლასიფიკაციის შედეგად მიღებული ორნამენტების გამომუშავება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. კერძოდ: მოვახდინეთ მოძიებული ნიმუშების ესკიზების და ქსოვის სქემების დამზადება, ხლართისა და ნედლეულის შერჩევა. ქსოვის ოპტიმალური ტექნოლოგიური პარამეტრების დასადგენად ქსოვა განვახორციელეთ საოჯახო ტიპის მანქანებზე LK150, LK150, და SK280, ბრტყელფანგურ მანქანაზე „ПВПЭМ“ და კომპიუტერული მართვით აღჭურვილ საქსოვ მანქანაზე "ARROW*STAR". სხვადასხვა ხაზობრივი სიმკვრივის ნართით მოიქსოვა ნიმუშები და მოხდა მათი დამუშავება მათემატიკური მოდელისთვის ქსოვის ოპტიმალური პარამეტრების მისაღებად. მიღებული ტექნოლოგიური პაკეტის გამოყენებით მოიქსოვა ორნამენტების ნიმუშები. შედეგებმა გვაჩვენა, რომ SK280, LK150 და LK155, ტიპის მანქანებზე შესაძლებელია ნებისმიერი ორნამენტის ქსოვა. ბრტყელ ფანგურ მანქანაზე მხოლოდ ჰორიზონტალური გეომეტრიული ორნამენტის. კომპიუტერული მართვით აღჭურვილ საქსოვ მანქანაზე "ARROW*STAR“-ზე ბრტყელი საქსოვი მანქანის მსგავსად მოიქსოვა ჰორიზონტალური გეომეტრიული ორნამენტი. რთული ფორმის ნაქსოვი ორნამენტიების მიღება შესაძლებელია კომპიუტერული პროგრამირებით აღჭურვილი საქსოვი მანქანებით.
წყაროები
ვადაჭკორია, ზინაიდა., ფაილოძე, ნატო. 2015. მხატვრული ტრიკოტაჟის წარმოების ტექნოლოგია (სახელმძღვანელო). ქუთაისი.
ლურსმანაშვილი, ლია., კვანტიძე, გულნარა., ფაილოძე, ნატო., აბესაძე, ნანული. 2023. „ქართული ორნამენტის ფერის აღქმის საკითხების კვლევა“. საქართველოს უნივერსიტეტის, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის I საერთაშორისო კონფერენცია - საქართველო და კავკასია - წარსული, აწმყო, მომავალი. I, 2023: 493-506.
Lursmanashvili, Lia., Kvantidze, Gulnara., Pailodze, Nato. 2022. „Color Harmonization in Georgian Ornaments“ Georgian scientists, N 5, 2022: 369-382.
Kvantidze, Gulnara., Lursmanashvili, Lia., Pailodze, Nato., Abesadze, Nanuli. 2023. „MODERN ASPECTS OF TUSHETIAN HANDICRAFT (COLORING, KNITING, DECOR)“, HISTORY, ARCHAEOLOGY, ETHNOLOGY, N9, 2023: 230-241.
Pailodze, Nato., Deisadze, Tekla., Karkashadze, Mariam. 2024. “Defects in the process of knitting on a loom“, Georgian scientists, N 4, 2024: 41-49.