მიმღეობურ ფორმათა სტრუქტურული მახასიათებლები მარკოზის სახარების ათონურ რედაქციაში

ავტორები

  • თამაზ დევიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.52340/atsu.2024.23.01.09

საკვანძო სიტყვები:

მიმღეობა, სტრუქტურა, მარკოზის სახარება, რედაქცია, იკითხვისი

ანოტაცია

მიმღეობა ზმნისაგან ნაწარმოები ზედსართავი სახელია. მიმღეობურ ფორმათა ანალიზი, ტრადიციულად, საუღლებელ ერთეულთა კლასიფიკაციას ეფუძნება. წარმოების თვალსაზრისით, მიმღეობური ფორმები მრავალფეროვანია და ეს მრავალფეროვნება ენის განვითარების სხვადასხვა საფეხურის, არაერთი დიალექტური წრის მონაცემთა ასახვითაა შეპირობებული. სინქრონიულ დონეზე არაერთი წარმოშობით მიმღეობური ფორმა არსებით სახელადაა გააზრებული. მორფოლოგიური თვალსაზრისით, ვფიქრობთ, ამგვარი ფორმები მაინც მიმღეობებია, რადგან მათში ადვილად ამოიცნობა მიმღეობის ყალიბი. გასუბსტანტივების პროცესის შედეგებზე საუბარი მხოლოდ სინტაქტურ დონეზეა შესაძლებელი, რადგან ენა, როგორც სისტემა, მხოლოდ სინტაქსის დონეზე არსებობს. სტატიაში განხილულია მარკოზის სახარების ათონურ რედაქციებში დადასტურებულ მიმღეობურ ფორმებს სტრუქტურის თვალსაზრისით. ანალიზის სისრულისათვის ემპირიული მასალა შევუდარეთ სხვა რედაქციათა ჩვენებებს. რაც მთავარია, გავითვალისწინეთ ტექსტის ძველბერძნული იკითხვისები.

წყაროები

ადიშის ოთხთავი 897 წლისა. 2003. ზ. სარჯველაძის საერთო რედაქციით, თბილისი.

იმნაიშვილი, ი. 1986. ქართული ოთხთავის სიმფონია-ლექსიკონი. თბილისი.

ურუშაძე, ა. 1969. ძველი ბერძნული ენა. თბილისი.

ფეიქრიშვილი, ჟ. 1992. ქართული ენის მორფოლოგია. ქუთაისი.

ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია. 1979. გამომც.: ივ. იმნაიშვილი, თბილისი.

ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია. 1945. რედაქტ. და გამომც.: ა. შანიძე, თბილისი.

შანიძე, ა.1973. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I. თბილისი.

შანიძე, ა. 1976. ძველი ქართული ენის გრამატიკა. თბილისი.

ჩიქობავა, არნ. 1942. სახელის ფუძის უძველესი აგებულება ქართველურ ენებში. თბილისი.

ჩიქობავა, არნ. 1942. ქართული ენის ზოგადი დახასიათება, ქეგლ, I, თბილისი.

Aland, B., Aland, K., Karavidopoulos, J., Martini, Carlo, Metzger., 1993. The Greek New Testament. Fourth Revised Edition, Stuttgart.

Мейчен Дж. Грешем. 2012. Учебник греческого языка Нового Завета. Москва.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-10-02

გამოცემა

სექცია

ენა და ენათმეცნიერება

როგორ უნდა ციტირება

მიმღეობურ ფორმათა სტრუქტურული მახასიათებლები მარკოზის სახარების ათონურ რედაქციაში. (2024). აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, 1(23), 100-114. https://doi.org/10.52340/atsu.2024.23.01.09