არტურ ზუტნერის უცნობი რომანი „იბერიელნი“

ავტორები

  • ავთანდილ ნიკოლეიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო ავტორი

DOI:

https://doi.org/10.52340/1061fc51

საკვანძო სიტყვები:

არტურ ზუტნერი, საქართველო, რუსეთი, ომი, გერმანელი

ანოტაცია

ცნობილი ავსტრიელი მწერალი არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი  მეუღლესთან, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ ბერტა ფონ ზუტნერთან ერთად ცხრა წლის განმავლობაში (1876-1885 წლებში) ცხოვრობდა საქართველოში და წარუშლელი ადგილი დაიმკვიდრა ქართული კულტურის ისტორიაში. ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების დროინდელი შთაბეჭდილებები მწერლის ცნობიერებაში იმდენად ღრმად აღიბეჭდა, რომ ქართული თემატიკა მისი შემოქმედების უმთავრეს მიმართულებად იქცა. წინამდებარე ნაშრომში გაანალიზებულია ა. ზუტნერის უცნობი და დღემდე ორიგინალის ენაზე გამოუქვენყნებელი რომანი „იბერიელნი,“ რომლის ხელნაწერი ვენის (ავსტრია) ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩემი თხოვნით მოიძია, ქართულად თარგმნა და ცალკე წიგნად გამოსცა პროფ. თამაზ გვენეტაძემ. რომანში ისტორიული სიმართლითა და უმეტეს შემთხვევებში აშკარად გამოხატული პროქართული თვალთახედვითაა ასახული რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის დაპყრობის შედეგად აქ შექმნილი მდგომარეობა. არტურ ზუტნერის რომანისადმი ინტერესს არსებითად განსაზღვრავს ის გარემოებაც, რომ ქართველთა ეროვნული ინტერესების აქტიურად დამცველის როლში ავსტრიელი მწერლის მიერ ხორცშესხმული უცხოელი პერსონაჟებიც ხშირად გამოდიან ხოლმე.

##plugins.themes.default.displayStats.downloads##

##plugins.themes.default.displayStats.noStats##

წყაროები

ზუტნერი ბ. 1999. ქართველებთან და საქართველოში. წიგნი შეადგინა, მოგონებების ფრაგმენტები თარგმნა და შესავალი დაურთო ნოდარ კაკაბაძემ, თბილისი.

ზუტნერი ა. 2020. იბერიელნი. გერმანულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო თამაზ გვენეტაძემ, ქუთაისი.

კაკაბაძე ნ. რუხაძე ნ. 1963. კავკასია და საქართველო გერმანულ ლიტერატურაში. თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-07-24

გამოცემა

სექცია

ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები

როგორ უნდა ციტირება

ნიკოლეიშვილი ა. (2026). არტურ ზუტნერის უცნობი რომანი „იბერიელნი“. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, 2(16), 137-148. https://doi.org/10.52340/1061fc51

მსგავსი სტატიები

1-10 — 93

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.