THE GREEK WORLD AND BYRON
Keywords:
George Byron, the Greek world, Byron’s work, romanticismAbstract
რომანტიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, ამ ლიტერატურული მიმართულების ერთი ძირითადი ნიშანი უცხოურით, კერძოდ აღმოსავლეთის ქვეყნებით, იქ მოგზაურობით გატაცებაც იყო. ჯორჯ გორდონ ბაირონს (1788-2824) იზიდავს ანტიკური კულტურა, საბერძნეთი. ასე უძღვნის ის თავისი ცხოვრების მეორე ეტაპს თავისუფლებისათვის მებრძოლ ბერძენ ერს, თავისი შემოქმედებით კი იმ თემებს აშუქებს, რაც ასე მნიშვნელოვანი იყო ანტიკური სამყაროსათვის. პოეტის ბიოგრაფიის ბერძნულ პერიოდზე არაერთი წერილი, გამოკვლევა ეკუთვნის აკადემიკოს ინესა მერაბიშვილს: 1. Byron, Greece and Georgia and The Meditterranean World, Proceedings of the Twentieth International Byron Conference, Published by the Hellenic Byron Society in Athens 20-21, September, 1994, p. 201-209; 2. ბაირონი, პრომეთე და ნაპოლეონი, ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების ორენოვანი ჟურნალი „ნაპოლეონი“, თბ., 2000 (5 გვერდი); 3 The Reception of Argonauts by Lord Byron, Phasis, Greek and Roman Studies, The Argonautica and World Culture, Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Institute of Classical, Byzantine and Modern Studies, volume 10 (II), 2007, p. 208-215; 4. Ovid’s Hero and Medea as Reflected in Byron’s Life and Works, Proceedings of the 37 th International Conference, Valladolid, Spain, 2011, at www. internationassociationofbyronsocieties.org; 5. Lord Byron’s Thyrza, Tbilisi, 2007 (64 pages); 6. Byron, Greece and Georgia, in: Byron and the Mediterranean World. Athens, 1995. ჩვენ მიერ განხორციელებულმა კვლევამ წარმოაჩინა ბაირონი როგორც მებრძოლი, საბერძნეთის თავისუფლების სადარაჯოზე მდგარი, რომელმაც არაერთი ლექსი მიუძღვნა საბერძნეთს; ბაირონის ცნობილი უკანასკნელი ლექსის „დღეს შემისრულდა ოცდათექვსმეტი წელი “ წყარო ტექსტიდან ეკვივალენტური თარგმანი შემოგვთავაზა ინესა მერაბიშვილმა.