სინტაქსის ზოგიერთი საკითხი მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანში“

ავტორები

  • ლეილა აბზიანიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

„ამირანდარეჯანიანი“, ადგილის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება, საკავშირებელი სიტყვები, კორელატები

ანოტაცია

სტატიაში მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანის“ მიხედვით გაანალიზებულია რთული ქვეწყობილი წინადადების (ჰიპოტაქსის) არსი. მოცემულია, რომელ საკავშირებელ სიტყვას იყენებს დამოკიდებული წინადადება მთავართან დასაკავშირებლად, რა კორელატებია გამოყენებული მთავარში და როგორია პოზიცია დამოკიდებული წინადადებისა მთავარის მიმართ: დგას მთავარი წინადადების წინ, მოსდევს მას, თუ მოქცეულია მთავარში. „ამირანდარეჯანიანში“ ადგილის გარემოებით დამოკიდებული წინადადებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის მონაცემებზე დაყრდნობით ნათლად აჩვენებს ამ ნაწარმოებში ასახულ იმ ისტორიულ  ენობრივ ცვლილებებზე, რომლებიც თან ახლდა საშუალო ქართული ენის წარმოქმნასა და ახალი ქართული სალიტერატურო ენის თვისებრივი ელემენტების თანდათანობით დამკვიდრებას.                                         

წყაროები

აბზიანიძე, ლეილა. 2020. ქართული ენის სინტაქსი. ქუთაისი.

ერთელიშვილი, ფარნაოზ. 1962. რთული წინადადების ისტორიისათვის ქართულში. თბილისი.

კვაჭაძე, ლეო. 1977. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი. თბილისი.

კვაჭაძე, ლეო. 1981. ქართული ენა, I ნაწ. თბილისი.

კიზირია, ანტონ. 1969. რთული წინადადების შედგენილობა ძველ ქართულში. თბილისი.

მოსე ხონელი. 1980. „ამირანდარეჯანიანი“ . თბილისი.

ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. II. 1966. რედ.; ლეონიძე გიორგი და სხვ. თბილისი.

შანიძე, აკაკი. 1980. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, თხზულებანი 12 ტომად. ტ., 3, თბილისი.

შანიძე, აკაკი. 1979. ძველი ქართული ენის გრამატიკა. თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-01-25

გამოცემა

სექცია

ენა და ენათმეცნიერება

როგორ უნდა ციტირება

სინტაქსის ზოგიერთი საკითხი მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანში“. (2025). აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, 1(21), 85-93. https://moambe.journals.atsu.edu.ge/index.php/moambe/article/view/57

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.