არაბული ყავის ხის "Coffea arabica L." აგროტექნოლოგია ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დახურული გრუნტის პირობებში
საკვანძო სიტყვები:
ტროპიკული, არაბული, ყავა, სახეობა, მცენარე, კოფეინიანოტაცია
მსოფლიოში ყავის ხის სახეობების ძირითადი ნაწილი (50-60 სახეობა) ბუნებრივად გავრცელებულია აფრიკის და მადაგასკარის ტენიანი ტროპიკული ტყეების ქვედა იარუსში. არაბული ყავის სახეობები "Coffea arabica L. გაშენებულია ბევრ ტროპიკულ ქვეყანაში და შეადგენს მსოფლიოს ყავის პლანტაციების დაახლოებით 60%-ს. არაბული ყავის ხეს აქვს შესანიშნავი დეკორაციული ღირსებები, რაც, მდგომარეობს მისი ვარჯის სიმჭიდროვესა და მარადმწვანეობაში, გამოირჩევა ლამაზი ყვავილებით და ნაყოფების დეკორატიულობით. არაბული ყავის ხეს "Coffea arabica" დეკორატიული ღირსებების გათვალისწინებით იყენებენ გამწვანებაში, ნაგებობათა ინტერიერების გასაფორმებლად, ზამთრის ბაღების მშენებლობის დროს როგორც ერთეულებად და ჯგუფებად, ისე მხატვრული კომპოზიციების შესაქმნელად ლამაზადმოყვავილე მცენარეებთნ ერთად. ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დახურული გრუნტის პირობებში ეგზოტურ ტროპიკულ მცენარეთა კოლექციებს შორის ერთ-ერთი საკმაოდ გამორჩეული დეკორატიული ღირებულებების მქონე ხეა არაბული ყავის "Coffea arabica L." მცენარე. ჩვენს მიერ მიმდინარეობდა, აღნიშნული სახეობის ზრდა-განვითარების, გამრავლების თავისებურებების შესწავლა, მათზე გამოვლენილი მავნე ორგანიზმების იდენტიფიცირება და მცენარეთა დაცვითი ღონისძიებების გატარება.
წყაროები
ალექ¬სი¬ძე, გ. 2014. მცე¬ნა¬რე¬თა დაც¬ვა. თბი¬ლი¬სი,
კუცია, მ. 2019. დეკორატიულ მცენარეთა ძირითადი მავნებელ-დაავადებები და მათ წინააღმდეგ გამოყენებული ბრძოლის მეთოდები. დახასიათება. ქუთაისი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
ტყავაძე, მ., კილაძე, რ., გუბელაძე, ე. 2015. დეკორაციული დენდროლოგია წიგნი მეორე, ნაწილი II. ფარულთესლოვან მერქნიან მცენარეთა სისტემატიკა და დახასიათება. ქუთაისი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
Wintgens, Jean Nicolas. 2001. Cofee growing, processing, sustainable production. A catalogue record for this book is available from the British Library. CoDvriaht 0 WILEY-VCH Verlaa GmbH & Co. KGaA.Weinheim 2001.
Crozier, A., Ashihara, H., Tomas-Barberan F. 2012. Teas, Cocoa and CofFee. Plant secondary metabolites and health., By Blackwell Publishing Ltd.
Casasbuenas C.2017. Coffea arabica a monograph. Bibliography.