სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ფუნქციონირების ასპექტები
DOI:
https://doi.org/10.52340/atsu.2020.1.15.12საკვანძო სიტყვები:
სახელმწიფო შესყიდვები, გამარტივებული შესყიდვა, სამუშაოს შესყიდვა, მომსახურების შესყიდვაანოტაცია
სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამართულად და გამჭვირვალედ მართვის მიზნით შესყიდვების პროცესის ორგანიზების მოდერნიზების შედეგად 2010 წლის ბოლოს ქვეყანა მთლიანად ელექტრონული შესყიდვების სისტემაზე გადავიდა. მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო შესყიდვა განიმარტება, როგორც ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა. იგი ხორციელდება საბიუჯეტო იერარქიის (ცენტრალური, ავტონომიური, ადგილობრივი) ყველა დონის სახსრებით და არა მარტო. სახელმწიფო შესყიდვები რეგულირდება არაერთი საკანონმდებლო-ნორმატიული დოკუმენტით, მათ შორის ძირითადია საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, რომელიც ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციასა და მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ელექტრონული შესყიდვების სისტემის ფუნქციონირების ეფექტურობის და გამჭვირვალობის მიუხედავად, ამ სფეროში გვხვდება ხარვეზები, რაც რეგულირებასა და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების შემუშავებას საჭიროებს.
##plugins.themes.default.displayStats.downloads##
წყაროები
კიკვაძე … 2017: ო. კიკვაძე, ი. მახარაშვილი, მ. ძაგანია. „შესყიდვების ადმინისტრირება“. თბილისი; 2017.
საქართველოს კანონი 2019: საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“. 2005 წლის 20 აპრილი №1388-1ს. განახლებული 30.11.2019.
სახელმწიფო შესყიდვები 2018: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 17.08.2015 წლის ბრძანება №13 – „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“. განახლებული 03.12.2018.
სახელმწიფო შესყიდვები 2015: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №27 – „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“. 25.12.2015.
სახელმწიფო შესყიდვების 2014: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2014 წლის საქმიანობის ანგარიში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. თბილისი, 2014.
სახელმწიფო შესყიდვები 2016: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის საქმიანობის ანგარიში.სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. თბილისი, 2016.
სახელმწიფო შესყიდვები 2018ა: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. თბილისი, 2018.



