მდინარე რიონის „საქალაქო არხის“ შესართავის სამხრეთით მდებარე ზღვის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვის ინოვაციური ღონისძიება
საკვანძო სიტყვები:
ტალღა, ნაპირი, ეროზია, გეოტუბიანოტაცია
ნაშრომში განხილულია შავი ზღვის ქალაქ ფოთის სანაპირო ზოლში არსებული გარემოსდაცვითი და გეომორფოლოგიური ხასიათის პრობლემები. შეფასებულია ახალი ნავსადგურის დამცავი მოლოს გავლენა სანაპირო ზოლში მიმდინარე ეროზიულ პროცესებზე. გეოტუბების გამოყენებით შემუშავებულია მდინარე რიონის „საქალაქო არხის“ შესართავის სამხრეთით მდებარე 400მ სიგრძის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვის ინოვაციური სქემა. ნაპირის დაცვის ეს სქემა ეფექტურია მხოლოდ „საქალაქო არხის“ შესართავის მიმდებარედ, სადაც მდინარისგან წარმოშობილი სამხრეთის მიმირთულების დინებებით ხდება არეალში ნატანის შემოტანა-დალექვა. შერჩეული შტორმისათვის გამოკვლეულია სანაპირო ზოლში ტალღების გავრცელება და დამსხვრევა. შერჩეულია გეოტუბზე ტალღების გადავლისას ტრანსფორმაციის კოეფიციენტის გამოსათვლელი ფორმულა. შეფასებულია შტორმების დროს გეოტუბებისგან შედგენილი კონსტრუქციის მდგრადობა. ჩვენ მიერ შემუშავებული ნაპირდამცავი ნაგებობის დასავლეთი ნაწილი იწვევს გადავლებული ტალღების დამსხვრევას და ნაპირზე ტალღური დატვირთვის შემცირებას. მათი განთავსება წყლის ქვეშ უზრუნველყოფს გადავლებული წყლის დამატებითი ცირკულაციების გარეშე უკან ზღვაში დაბრუნებას. ამასთანავე ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილი ამცირებს ნაპირზე სანაპირო დინებების გავლენას, რაც დადებითად აისახება იქ მიმდინარე ეროზიულ პროცესებზე.
##plugins.themes.default.displayStats.downloads##
წყაროები
გაგოშიძე, შ., კოდუა, მ., საღინაძე, ი., ქადარია, ი. 2017. სამდინარო ჰიდრომშენებლობა და საქართველოს შავიზღვისპირეთის გეომორფოლოგიური პროცესები. თბილისი: „ტექნიკური უნივერსიტეტი“,
ბრეგვაძე, ა., გამეზარდაშვილი, ზ. 2017. „შავი ზღვის ქალაქ ფოთის სანაპირო ზოლის მონაკვეთის ეროზიისაგან დაცვა წყალქვეშა გეოტუბების გამოყენებით“. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე 2017, N2(10): 196-203.
საღინაძე, ი., გამეზარდაშვილი, ზ. 2018. „შავი ზღვის ქალაქ ფოთის სანაპირო ზოლში შტორმების დროს ტალღების გავრცელებისას წყლის საშუალო დონის ცვლილების გაანგარიშება“. საქართველოს საინჟინრო სიახლენი. N1 (2018): 63-67.
საღინაძე, ი. 2020. „გეომორფოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზები საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონებში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით“. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე. 2020, N1(15): 158-168.
Кононкова, Г. Е. Показеев, К. В. 1985. Динамика морских волн. Москва: Изд-во МГУ.
Шулейкин, В. В. 1953. Физика моря. Москва: изд-во АН СССР.
D’Angremond, K., van der Meer, de Jong, R.J. 1996. ”WAVE TRANSSMISION AT LOWCRESTED STRUCTURES”; ASCE, Proc. ICCE, Orlando, 1996, Florida, 3305-3318.
Pilarczyk, K. W. 2003. „Design of low crested (submerged) structures: an overview“. Paper presented at the Proceedings of the 6th Conference on Coastal and Port Engineering in Developping Countries.



