ხიდური აგრეგატის აძვრით ფრეზის მუშაობის ზოგიერთი თავისებურებების გავლენა ნიადაგის თესვის წინა დამუშავებაზე
საკვანძო სიტყვები:
ხიდური აგრეგატი, (ხა), ფიზიკო-მექანიკური თვისებები, ძალურ-ენერგეტიკული დანახარჯები, დინამიკური მოდული, ნიადაგის სიმკვრივე, ტენიანობა, ხვედრითი მასა, ფრიქციული თვისებები, წებოვნება, დაფესვიანება, გოლაპირებული რხევა , დემფერული რხევაანოტაცია
ნაშრომში ნაჩვენებია ხა-ის აძვრით როტაციული ფრეზის გამოცდის შედეგები და ლიტერატურულ წყაროებში არსებული ნიადაგის დამუშავებისას მიღებული ზოგიერთი შედეგების კრიტიკული შეფასება. მოტანილია ნიადაგისათვის დამახასიათებელი თვისებების განმარტება, ფიზიკური შინაარსი და მათი დინამიკა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში არ ემთხვევა მათზე ტრადიციულ მეცნიერულ შეხედულებას. განხილულია სახნავი ფართის მნიშვნელობა ადამიანისათვის, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებისათვის შემცირდა 20 მილ.კმ2 -ით, რომელიც 1,5-ჯერ მეტია ვიდრე დღეისათვის კაცობრიობის სამსახურში არსებული 14,34 მილ. კმ2 ფართზე). ასევე განხილულია ნიადაგების ფიზიკო-მექანიკური თვისებები ფრეზით ნიადაგის დამუშავებასთან შედარებით და ექსპერიმენტალური კვლევის შედეგების ანალიზი.
წყაროები
ლეშკაშელი, თ. 2021. მობილური ხიდური აგრეგატის ძალურ-ენერგეტიკული პარამეტრების გამოკვლევა დაბალღეროიანი კულტურების წარმოების ინტენსიფიკაციის მიზნით. დისერტაცია აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. ქუთაისი.
კლიონინი, რ.მ., საკუნი, ვ.ა. 1990. სასოფლო სამეურნეო და სამელიორაციო მანქანები. მოსკოვი: „კოლოსი“.
სკოტნიკოვი, ვ.ა, მაშენსკი, მ.ა, სორონსკი, ა.ს. 1986. ტრაქტორებისა და ავტომობილების თეორია და გაანგარიშების საფუძვლები, მოსკოვი: „აგროპრომისდატ“.