მეორეხარისხოვანი მისანი პერსონაჟები ანტიკურ ეპიკურ პოეზიაში

ავტორები

  • ვახტანგ ენდელაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, ეპიკური პოეზია, ანტიკური გმირი, ლიტერატურა

ანოტაცია

მთავარ გმირთა სახის გახსნაში მეორეხარისხოვან პერსონაჟებს დიდი ფუნქცია აკისრიათ. ანტიკურ ეპიკურ პოეზიაში მეორეხარისხოვანი პერსონაჟების საშუალებით წარმოჩნდება მთავარი გმირის სახე, მისი სიმამაცე თუ უძლურობა. მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, ხშირ შემთხვევაში, ეხმარებიან მთავარ გმირებს ამა თუ იმ სიძნელისა თუ დაბრკოლების გადალახვაში. არის შემთხვევები, როდესაც მეორეხარისხოვანი პერსონაჟები მთავარ გმირებს, დახმარების ნაცვლად, პირიქით, ხელს უშლიან დასახული მიზნის მიღწევაში. მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, რა თქმა უნდა, ვერ მოექცევიან ისეთივე ყურადღების ქვეშ, როგორც მთავარი გმირები, მაგალითად, აქილევსი, იასონი, მედეა, ან ენეასი, მაგრამ, ისინი ხშირად უფრო ეფექტურნი არიან, ვიდრე ეპიკური გმირები.   სტატიაში ვაჩვენებთ, რა ფუნქცია აქვთ ისეთ მეორეხარისხოვან პერსონაჟებს ანტიკურ ეპიკურ ტექსტებში, როგორიცაა, მაგალითად, მისნები. მთავარ გმირებს სწორედ ისინი უადვილებენ სავალი გზის სირთულეებს და სთავაზობენ გონივრულ რჩევებს,  რომლებიც, საბოლოოდ, გმირებს სასურველ შედეგებამდე მიიყვანს ხოლმე. 

##plugins.themes.default.displayStats.downloads##

##plugins.themes.default.displayStats.noStats##

წყაროები

ვერგილიუსი. 1976. ენეიდა. თარგმნა რ. მიმინოშვილმა. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

როდოსელი აპ. 1975. არგონავტიკა. თარგმნა აკაკი ურუშაძემ. თბილისი: სახელგამი.

ჰომეროსი. 2011. ოდისეა. თარგმნა ზ. კიკნაძემ, თ. ჩხენკელმა. თბილისი: პალიტრა L.

ჰომეროსი. 2013. ილიადა. თარგმნა რ. მიმინოშვილმა. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

ასათიანი, ვ. 1996. ანტიკური და ბიზანტიური ტრადიციები ძველ ქართულ მწერლობაში. თბილისი: თსუ.

ბოკერია, ვ.1989. ლიტერატურის თეორია. თბილისი: Palitra L.

გორდეზიანი, რ. 2014. ბერძნული ლიტერატურა. თბილისი: ლოგოსი.

გაფრინდაშვილი, ნ., მირესაშვილი, მ. 2011. ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლები. თბილისი: მერიდიანი.

გაჩეჩილაძე, ს. 1957. ლიტმცოდნეობის შესავალი, თბილისი.

Virgil. 2006. The Aeneid. Translated by Fagles R. New York: Penguin Books.

Rhodius, Ap. 2008. “The Argonautica”. With an English translation by Green P. California: California University Press.

Homer. 2015. The Iliad. With an English Translation by Green P.California: University of California Press.

Whallon, W. 2014. “Formula, Character and Context”. In: Encyclopedia of Ancient Greek Language and Linguistics. Ed: Giannakis G. Leiden/Boston: Brill.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-03-20

გამოცემა

სექცია

ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები

როგორ უნდა ციტირება

მეორეხარისხოვანი მისანი პერსონაჟები ანტიკურ ეპიკურ პოეზიაში. (2026). აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, 2(18), 64-71. https://moambe.journals.atsu.edu.ge/index.php/moambe/article/view/325

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1-10 — 38

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.