ბაღდათის და ვანის რაიონების სუბალპური და ალპური ცენოზების სტრუქტურა და ფლორისტული შემადგენლობა

ავტორები

  • ნინო ძოწენიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

სუბალპური სარტყელი, ალპური მდელო, დეკიანი, კოლხური ქვეტყე, სახეობა, მცენარე, ცენოზი

ანოტაცია

ალპური  სარტყლების მცენარეები ადაპტირებული არიან ზამთრის ყინვებს, ხანგრძლივი თოვლის საფარს, ძლიერ ქარებს, დიდი ინტესივობით პირდაპირ სინათლეს, ძლიერ ტრანპირაციას, მოკლე სავეგეტაციო პერიოდს.სუბალპური მაღალბალახეულობის ცენოზებს არ ახასიათებთ დაკორდება, ამავე დროს აქვთ თავისებური სტრუქტურა და ფლორისტული შემადგენლობა. ამ მცენარეულობის განვითარება დაკავშირებულია  ნიადაგის ტენიანობაზე, ჰუმუსის მდიდარ შემცველობაზე, მზის რადიაციასა და განათებაზე, რაც ოპტიმალურადაა აქ წარმოდგენილი. ამ სარტყლებში სინათლის, ნალექების და სითბოს საკმაო რაოდენობახელს უწყობს მცენარეთა ენერგიულ ზრდას და განაპირობებს დიდი ზომის, მსხვილღეროიანი, ფართოფოთლებიანი და მრავალყვავილიანი მცენარეების ჩამოყალიბებას. სტატიაში განხილულია ბაღდათის და ვანის რაიონების სუბალპური და ალპური სარტყლების მცენარეული  საფარი (ხეები, ბუჩქები, ბუჩქ-ბალახები, ბალახები), ნიადაგობრივ-კლიმატური ფაქტორების გავლენა მათი მორფოლოგიური და ანატომიური აგებულების ჩამოყალიბებაში.აღწერილია მცენარეთა შეგროვების ძირითადი მარშრუტები წლის სხვადასხვა დროს : წითელი მინდორი, საირმის გადასასვლელი, მდინარე სულორის ზედა წელის მიდამოები, კენჭსაყარი, ნადუქნევი, ლამაზი გორი, საკონდახესწვერი. შეგროვილი იქნა 255 სახეობისმცენარე, მათ შორის 82 სახეობა- ტიპური სუბალპური და ალპური სარტყლისწარმომადგენელია. დანარჩენი სახეობები  გვხვდება ტყის ზედა სარტყლებშიც, მცირე რაოდენობით-უფრო ქვევითაც.

##plugins.themes.default.displayStats.downloads##

##plugins.themes.default.displayStats.noStats##

წყაროები

გაგნიძე, რ. დავითაძე, მ. 2000. ადგილობრივი ფლორა. ბათუმი.

გაგნიძე, რ. 1996. მცენარეთა გეოგრაფია. თბილისი.

გაგნიძე, რ. 1961. კოლხური სუბალპური მაღალბალახეულობის ფლორის შესასწავლად. თბილისი: ბოტანიკის ინსტიტუტის მცენ. სისტ. და გეოგრ. ნარკვ., 22.

კეცხოველი, ნ. 1060. საქართველოს მცენარეული საფარი. თბილისი.

ლათინურ-ქართული ბოტანიკური ლექსიკონი. 2011. თბილისი.

მაყაშვილი, ა. 1991. ბოტანიკური ლექსიკონი. თბილისი.

საქართველოს ფლორა. 1971-1987. I-XI ტ. თბილისი.

საქართველოს ფლორის ნომენკლატურული ნუსხა. 2018. თბილისი: „უნივერსალი“.

ჯაფარიძე, თ. 2003. მცენარეთა ეკოლოგია. თბილისი.

ShetekauriS., M. Jakoby. 2009. Mountain flowers & tree of Caucasia.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-03-20

გამოცემა

სექცია

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებანი

როგორ უნდა ციტირება

ბაღდათის და ვანის რაიონების სუბალპური და ალპური ცენოზების სტრუქტურა და ფლორისტული შემადგენლობა. (2026). აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, 2(18), 29-40. https://moambe.journals.atsu.edu.ge/index.php/moambe/article/view/322

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.