ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შ.პ.ს. „Green village“-ს ნიადაგების კვლევის შედეგები

ავტორები

  • დავით კილაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი
  • რამაზ კილაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ბაღი, ნიადაგი, სტრუქტურა, შემადგენლობა, მჟავიანობა

ანოტაცია

შესწავლილ იქნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შ.პ.ს. „Green village“-ს ტერიტორიაზე დამასკოს ვარდის პლანტაციაში, ხეხილოვან კულტურათა და დეკორატიულ მცენარეთა ბაღებში არსებული ნიადაგები, რაც მნიშვნელოვანია აქ მოზარდი ნარგაობისათვის ეფექტური აგროტექნიკური ღონისძიებების შესამუშავებლად. კვლევამ აჩვენა, რომ სამივე ობიექტზე ნიადაგი თავისი მექანიკური შემადგენლობით არის საშუალო თიხნარი, ნიადაგის შთანთქმის კომპლექსში შთანთქმული ფუძეების ჯამი საშუალოა, შესაბამისობაშია კალციუმის და მაგნიუმის შემცველობა. შთანთქმული ფუძეების ჯამის შემცველობა შეესაბამება ნიადაგის მჟავიანობას და მისაღებია ობიექტებზე მოზარდი კულტურებისათვის. ჰუმუსის შემცველობა დაბალია, განსაკუთრებით დეკორატიულ ბაღში. არეს რეაქცია სუსტი მჟავეა და იხრება ნეიტრალურისაკენ. ჰიდროლიზური აზოტის და მოძრავი ფოსფორის შემცველობა ვარდისა და ხეხილოვანი კულტურების ქვეშ არსებულ ნაკვეთებზე დაბალია, ხოლო გაცვლითი კალიუმის შემცველობა საშუალო. რაც შეეხება დეკორატიული მცენარეების ქვეშ მყოფ ნაკვეთს, ჰიდროლიზური აზოტის შემცველობა დაბალია, ხოლო მოძრავი ფოსფორის და გაცვლითი კალიუმის შემცველობა ოპტიმალური.

##plugins.themes.default.displayStats.downloads##

##plugins.themes.default.displayStats.noStats##

წყაროები

ურუშაძე თ., ა. ბაჯელიძე, შ. ლომინაძე. 2011. ნიდაგთმცოდნეობა. ბათუმი.

ურუშაძე თ., ლ. მაჭავარიანი. პრაქტიკუმი ნიადაგთმცოდნეობაში. 2011. თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა.

საბაშვილი მ. ნიადაგთმცოდნეობა. 1973. თბილისი: განათლება.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-03-20

გამოცემა

სექცია

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებანი

როგორ უნდა ციტირება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შ.პ.ს. „Green village“-ს ნიადაგების კვლევის შედეგები. (2026). აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, 2(18), 18-28. https://moambe.journals.atsu.edu.ge/index.php/moambe/article/view/321

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1-10 — 36

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.