ურბანული ესთეტიკა თეოდორ დრაიზერის რომანში დაიკო კერი

ავტორები

  • ნანული ბართია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ურბანული ესთეტიკა, ნატურალიზმი, ურბანული ატმოსფერო, მეგაპოლისი

ანოტაცია

სტატიის მიზანია, დიდი ამერიკელი მწერლის, ე. წ.  “ნატურალისტური სკოლის” წარმომადგენლის, თეოდორ დრაიზერის პირველი რომანის - დაიკო კერის (1900) - ურბანული ესთეტიკის  შესწავლა. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია სამ ძირითად ფაქტორზე, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს დრაიზერის მხატვრული მეთოდისა და ურბანული ხედვის ფორმირებაზე: მაშინდელი ამერიკული მეგაპოლისის არქიტექტურული სივრცის სპეციფიკაზე, საუკუნეთა მიჯნის ქალაქურ ფერწერასა და ნატურალიზმის ესთეტიკაზე; გამოკვლეულია დრაიზერის ნატურალისტური მხატვრული მეთოდის ზოგიერთი თავისებურება და გამოკვეთილია იმ ელემენტების ფუნქციები, რომლებსაც დრაიზერი იყენებს ურბანული ატმოსფეროს შესაქმნელად.   სტატიის სამეცნიერო სიახლეს განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ დაიკო კერის ურბანული ესთეტიკა გააზრებულია როგორც ჰეტეროგენული კომპონენტებისაგან შედგენილი კომპლექსური, მრავალშრიანი ტოტალობა.

##plugins.themes.default.displayStats.downloads##

##plugins.themes.default.displayStats.noStats##

წყაროები

დრაიზერი, თეოდორ. 2017. და კერი. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ზანდუკელმა. თბილისი: პალიტრა L

Davies, J. 2011. “Dreiser and the City”. Leonard Cassuto, Clare Virginia Eby & Benjamin Reiss. (eds.) (2011). The Cambridge History of the American Novel. Cambridge University Press, 2011: 380-392.

Dreiser, Theodore. 2004. Sister Carrie. Dover Publications, Inc.

Geyh, Paula E. 2006. “From Cities of Things to Cities of Signs: Urban Spaces and Urbna Subjects in “Sister Carrie” and “Manhattan Transfer”. Twntieth Century Literature, Vol. 52, No. 4, Winter, 2006: 413-442.

Goldfield, David. 2007. Encyclopedia of American Urban History. SAGE Publications.

Jaye, Michael C. & Watts, Ann Chalmers (eds.). 1981. Literature & the American Urban Experience: Essays on the City and Literature. Rutgers University Press.

Keunen, Bart. 2001. “The Plurality of Chronotopes in the Modernist City Novel: The Case of Manhattan Transfer”. English Studies: A Journal of English Language and Literature, 82 (5), 2001: 420-436.

Knežević, M. & A. Nikčević–Batrićević (eds.). 2008. History, Politics, Identity: Reading Literature in a Changing World. Cambridge Scholars Publishing.

Orvell, Miles. 2004. “Dreiser, Art, and the Museum”. Leonard Cassuto & Clare Virginia Eby (eds.) The Cambridge Companion to Theodore Dreiser. Cambridge University Press, 2004: 127-141.

Riggio, Thomas P. 2004. “Dreiser and the Uses of Biography”. Leonard Cassuto & Clare Virginia Eby (eds.). The Cambridge Companion to Theodore Dreiser. Cambridge University Press, 2004: 30-46.

Rusch, E. & Pizer, D. (eds.). 2004. Theodore Dreiser: Interviews. University of Illinois Press.

Strauss, Anselm. 1976. Images of the American City. New Brunswick, NJ: Transaction Books.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-03-20

გამოცემა

სექცია

ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები

როგორ უნდა ციტირება

ურბანული ესთეტიკა თეოდორ დრაიზერის რომანში დაიკო კერი. (2026). აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, 1(17), 84-95. https://moambe.journals.atsu.edu.ge/index.php/moambe/article/view/311

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.