წყალბადის საწვავად გამოყენება სატრანსპორტო ძრავებში და მისი ეფექტიანობის კვლევა
DOI:
https://doi.org/10.52340/atsu.2024.23.01.17საკვანძო სიტყვები:
ეკოლოგია, ალტერნატიული საწვავი, სიმძლავრე, ბრუნვის სიხშირე, საწვავი ნარევიანოტაცია
ტრადიციულ ენერგეტიკაზე დაფუძნებული ტექნიკური პროგრესი მთელ რიგ დადებით მხარეებთან ერთად უარყოფითად მოქმედებს გარემოზე და იწვევს გლობალურ კლიმატურ ცვლილებას. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებების რიცხვის სწრაფი ზრდა, ნედლეულის და მზა პროდუქციის ტრანსპორტირება მნიშვნელოვნად განაპირობებს გარემოს ქიმიურ თუ ფიზიკურ დაბინძურებას, რაც თანამედროვეობის მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამიტომ ახალი არატრადიციული ენერგიის წყაროს ძიების საკითხი მნიშვნელოვანი ამოცანაა როგორც სატრანსპორტო, ასევე ენერგეტიკული და საყოფაცხოვრებო სექტორისათვის. ნაშრომში განხილულია ბენზინზე და ბენზინი+წყალბადი საწვავზე კონვერტირებული ძრავის მუშა პროცესის შესწავლა და ექსპერიმენტული კვლევის ანალიზი. კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს წყალბადის, როგორც მომავლის სატრანსპორტო საწვავის უპირატესობას სხვა სახის საწვავთან შედარებით ეკონომიური და ეკოლოგიური თვალსაზრისით.
წყაროები
მარკელია, ბ. 2019. სატრანსპორტო შიგაწვის ძრავებში შავი ზღვის ფსკერის გოგირდწყალბადისაგან მიღებული წყალბადის ალტერნატიულ საწვავად გამოყენების ტექნოლოგიური პროცესის დამუშავება. დისერტაცია. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ფურცხვანიძე, გ., კამლაძე, ა. 2018. სატრანსპორტო საექსპლუატაციო მასალები. ქუთაისი: აწსუ გამომცემლობა.
Gogiashvili p., Kamladze, A., Chogovadze K. 2018. “Logistic management of environmental safety of passenger transport”, Bulletin of science and Practice. Scietific jurnal, 2018, Volume 4, Jssue 4. P.262-267.
Newman, P., Kenworthy, J. 2019. “Sustainability and cities: overcoming automobile dependence“. JSLAND PRESS. 2019. 388.4 – dc21.