ტექნოლოგია და რწმენა: მართლმადიდებლობის გზები ციფრულ სივრცეში

ავტორები

  • ნიკოლოზ ჩიხლაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.52340/atsu.2025.1.25.13

საკვანძო სიტყვები:

მართლმადიდებლობა, ინტერნეტი, ეკლესია, სწავლება, საიტი

ანოტაცია

ინტერნეტი, როგორც  ელექტრონული არხებით ინფორმაციის გადაცემის ერთ-ერთი სახეობა, უკვე დიდი ხანია საზოგადოების განუყოფელ ნაწილად იქცა. შესაბამისად, იგი საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების ეფექტური ინსტრუმენტიცაა. საკითხის შესწავლამ გვიჩვენა, რომ მართლმადიდებლური ეკლესიები (საქართველო, რუსეთი, უკრაინა, სერბეთი) აქტიურად იყენებენ ინფორმაციის გადაცემის და გავრცელების ელექტრონულ მეთოდებს.  ინტერნეტის ქმნის შესაძლებლობას მართლმადიდებლური ეკლესიები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფ მორწმუნეებს დაუკავშირდნენ და მუდმივი კონტაქტი იქონიონ მათთან. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მათ შეუძლიათ გააძლიერონ საერთაშორისო სოლიდარობა და გაავრცელონ მართლმადიდებლური მოძღვრება. ციფრულ სივრცეში შესაძლებელია რელიგიური თემების გავრცობა, დიალოგი მორწმუნეებსა და მოძღვრებს შორის. ამ თვალსაზრისით, ინტერნეტის ნაწილს შეადგენს და პოპულარობას იძენს მისი ერთ-ერთი სეგმენტი - „მართლადიდებლური ინტერნეტი“, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესიები კარგად იყენებენ თავიანთ მოღვაწეობაში როგორც ღვთის სიტყვის, მართლმადიდებლური იდეების და ფასეულობების გავრცელების ქმედით, თანამედროვე საშუალებას. მისი გამოყენება ეფექტურია ლექსიკისა და ტერმინოლოგიის ყოველდღიურ ცხოვრებაში დასამკვიდრებლად. ტექნოლოგია და რწმენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მართლმადიდებლობისათვის, რამდენადაც სახეზე გვაქვს რწმენის, ტრადიციისა და ინოვაციის შეთავსების გამოწვევა. თუმცა, ციფრულ ეპოქის განვითარება და ინფორმაციის სწრაფი გავრცელება, ერთი მხრივ, არის შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ, იქმნება დეზინფორმაციის ასევე სწრაფად გავრცელების პრობლემა, ანუ დეზინფორმაციის რისკის ზრდა. ჩვენ მიერ კონკრეტული მიმართულებით ჩატარებულმა კვლევამაც დაადასტურა, რომ მაღალ შესაძლებლობებთან და თავისუფლების მაღალ ხარისხთან ერთად, ინტერნეტი მაღალ რისკებსაც შეიცავს და გარკვეულ საკითხებთან მიმართებით დიდ სიფრთხილესაც მოითხოვს.

წყაროები

არქიმანდრიტი ეფრემი (კატუნაკელი). 2016. „უფლის სიტყვა ინტერნეტ-ქსელში დღეს ძლიერად და მძლავრად უნდა არსებობდეს“. მართლმადიდებლური ჟურნალი კარიბჭე, N2, 2016.

ინტერნეტის მოხმარება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში. DataReportal-ის ანგარიში (23.02.2024). გადამოწმებულია 19.01.2025.

https://datareportal.com/reports/digital-2024-georgia

მიტროპოლიტი სტეფანე. 2016. „კომპიუტერის გარეშე საზოგადოებრივი ცხოვრება თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია“ (ინტერვიუ). მართლმადიდებლური ჟურნალი კარიბჭე, N12, 2016;

მართლმადიდებლური საიტი. გადამოწმებულია 19.01.2025. https://www.orthodoxy.ge/

მართლმადიდებლური საიტი. გადამოწმებულია 19.01.2025. www.bogoslov.ru

მართლმადიდებლური საიტი. გადამოწმებულია 19.01.2025. www.myocn.net

მართლმადიდებლური საიტი. გადამოწმებულია 19.01.2025. www.pemptousia.ru

მართლმადიდებლური საიტი . გადამოწმებულია 19.01.2025. www.pemptousia.ru

საიტების რეიტინგი. გადამოწმებულია 19.01.2025. https://top.ge/

სრულიად საქართველოს საპატრიარქო. გადამოწმებულია 19.01.2025. https://patriarchate.ge/

ჩიხლაძე, ნიკოლოზ. 2013. მართლმადიდებლობის ეკონომიკური პარალელები (მონოგრაფია). ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1st INTERNATIONAL CONFERENCE ON DIGITAL MEDIA AND ORTHODOX PASTORAL CARE DMOPC15 LIVING WATER Athens, 7-9 May 2015. გადამოწმებულია 19.01.2025. http://www.dmopc15.com/

Зимова, Наталья. 2011. Аудитория «Православного Интернета» в России. Научные Ведомости БелГУ, Серия Гуманитарные науки. №24 (119), 2011. Выпуск 12. გადამოწმებულია 19.01.2025. https://cyberleninka.ru/article/n/auditoriya-pravoslavnogo-interneta-v-rossii

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-06-30

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

როგორ უნდა ციტირება

ტექნოლოგია და რწმენა: მართლმადიდებლობის გზები ციფრულ სივრცეში. (2025). აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, 1 (25), 161-180. https://doi.org/10.52340/atsu.2025.1.25.13

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.