კლიმატგონივრული აგრო-ეკოლოგიური ტექნოლოგიები მევენახეობაში
DOI:
https://doi.org/10.52340/atsu.2025.1.25.02საკვანძო სიტყვები:
ნიადაგი, რეკულტივაცია, ვაზი, აგრო-ეკოლოგიური ტექნოლოგიებიანოტაცია
სტატიაში გაანალიზებულია იმერეთის რეგიონის ბაღდათის მუნიციპალიტეტის კერძო მეურნეობაში ყვითელმიწაეწერ-ლებიან ნიადაგებზე ჩატარებული კვლევა. კვლევის მიზანს შეადგენდა ვაზის კულტურისათვის აგროსაწარმოო პირობების შესაბამისად ნიადაგის ფიზიკური და ქიმიური თვისებების გაუმჯობესება. ახალგაზრდა ვენახისათვის კლიმატის ცვლილების ფონზე ნიადაგის საწარმოო თვისებების ჩამოყალიბება; ამოცანას წარმოადგენდა ვაზის ზრდა-განვითარებაზე დაკვირვება, ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენა და შემსუბუქება კლიმატით შეცვლილ აგროლანდშაფტის პირობებში. ნაშრომში გაანალიზებულია და შერჩეულია იმერეთის რეგიონში ჭარბტენიან ნიადაგებზე ვაზის მოვლა-მოყვანის ეფექტური აგროეკოლოგიური ტექნოლოგიები, გამოვლენილია ფიზიკური თვისებებით დაზიანებულ ჭარბტენიან ნიადაგებისათვის რეკულტივაციის მეთოდები, ყურძნის ჯიშის ხარისხობრივი მაჩვენებლის შენარჩუნებისა და მისი მაღალპროდუქტიულობის გაზრდის გზები, აღწერილია გამოყენებული კვლევის მეთოდების პროცესი და მიღწეული შედეგები.
წყაროები
კელენჯერიძე, ნელი., კელენჯერიძე, ნინო. 2009. ორგანული სასუქები (დამხმარე სახელმძღვანელო აგროქიმიაში). თბილისი.
ლორთქიფანიძე, როზა. 1997. იმერეთის ნიადაგები და სოფლის მეურნეობა. თბილისი.
ლორთქიფანიძე, როზა., ხელაძე, მაია. 2015. აგროეკოლოგიური მონიტორინგი. ქუთაისი.
ლორთქიფანიძე, როზა., კელენჯერიძე, ნინო. 2015. აგრომელიორაციის პრაქტიკული კურსი. ქუთაისი.
ლორთქიფანიძე, როზა., კელენჯერიძე, ნინო. 2015. აგროლანდშაფტების მელიორაციული ტექნოლოგიები. ქუთაისი
უშაძე, ბაჯელიძე, ლომინაძე. 2011. ნიადაგმცოდნეობა. ბათუმი.
ყუბანეიშვილი, მაკა. 2015. მევენახეობა-მებოსტნეობა. ქუთაისი.
ჩაჩხიანი, ნუნუ. 2015. ვაზის კულტურის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. ქუთაისი.