ლურჯი მოცვის როლი საოჯახო და ფერმერული მეურნეობის მდგრად განვითარებაში აჭარის რეგიონში
საკვანძო სიტყვები:
სოფლის მეურნეობა, დეგრადაცია, მრეწველობის გაზრდა, სიღარიბის აღმოფხვრა და მიგრაციის შეჩერებაანოტაცია
ქვეყანაში არსებული წყობის მოშლამ და შიდა დაპირისპირებებმა აგრარული სექტორის დეგრადაცია გამოიწვია. შეჩერდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება და გადამუშავება. განადგურდა ისეთი დარგი, როგორიც მეჩაიეობაა. მეციტრუსეობის სხვა დარგებში დაეცა შესასყიდი ფასები, რამაც შეამცირა პროდუქციიდან მიღებული შემოსავლები. გართულდა ციტრუსოვანთა კრეფის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის საკითხები.
მეციტრუსეობის სხვადასხვა დარგების ჩავარდნა და თხილის პროდუქციის მაღალმა შესასყიდმა ფასებმა გამოიწვია თხილის ბაღების ყოველწლიური ზრდა აჭარის სუბტროპიკულ ზონებში, რომელიც ყოველგვარი სამეცნიერო რეკომენდაციების გარეშე ხდებოდა. შესაბამისად თხილის საჰექტრო მოსავლიანობის დაბალმა მაჩვენებელმა (აჭარის მჟავე ნიადაგებზე) და ხარისხის გაუარესებამ (დაავადებებისა და მავნებლების გავრცელება) ფასის რეკორდული ვარდნა გამოიწვია. აღნიშნული მიმართულება საოჯახო ფერმერული მეურნეობებისთვის დაბალ შემოსავლიან საქმიანობად იქცა, რომელსაც ასევე ესაჭიროებოდა დიდი შრომითი დანახარჯები.
პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე ვაანალიზებთ, რომ აუცილებელია მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია ისეთ სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე, რომელიც ეკონომიკურად ეფექტური, მეცნიერულად დასაბუთებული და სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება ფერმერებისათვის. ამისათვის კი საჭიროა ისეთი ინსტიტუტების ჩართულობა, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სამეცნიერო კვლევითი ცენტრები და უნივერსიტეტები.
საოჯახო და ფერმერული მეურნეობების მდგრადი განვითარება დაგვეხმარება: სოფლად სიღარიბის აღმოფხვრაში, სამუშაო გარემოს შექმნაში, მრეწველობის გაზრდაში, ინფრასტუქტურის შექმნასა და სოფლებიდან მიგრაციის შეჩერებაში.
წყაროები
1. გაბრიჩიძე ზ. გუნთაძე ნ. – „სუბტროპიკულ ზონაში სასოფლო-სამეურნეო კულტურათა შეთანაწყობის პრინციპები“ გამომცემლობა: AgroNews 20/07/2022.
2. ლორთქიფანიძე რ. - „ბუნებადსარგებლობა“. ქუთაისი: 2010.
3. ფალავანდიშვილი შ. - „აჭარის ნიადაგების გეოგრაფია და მათი აგროსაწარმოო გამოყენება“. გამომცემლობა: „ბათუმის უნივერსიტეტი“ 2003 წ.
4. ბობოქაშვილი ბ. დეილი რ. ლურჯი მოცვი - ახალი პერსპექტიული კულტურა საქართველოსთვის, ჟურნალი "აგროინფო". თბილისი 2007 წ.
5. ჯაბნიძე რ. ჯაბნიძე ნ. ლამპარაძე შ. ყურშუბაძე მ. – ლურჯი მოცვის მორფოლოგიური და სამეურნეო თავისებურებების შესწავლა, პერსპექტიული ფორმების გამორჩევა და დანერგვა აჭარის ფერმერულ მეურნეობებში.
6. სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმა სოფლის მეურნეობის სექტორისთვის. თბილისი: 2017წ. https://eiec.gov.ge/Ge/Documents/Download/531
7. კოღუაშვილი პ. ზიბზიბაძე გ. - სოფლის მეურნეობის ეკონომიკა. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2010.


