ბიბლიური პარადიგმები ჯემალ აჯიაშვილის შემოქმედებაში
DOI:
https://doi.org/10.52340/atsu.2024.2.24.08საკვანძო სიტყვები:
ბიბლიური პარადიგმები, მეტაფორა, სიმბოლოანოტაცია
ჯემალ აჯიაშვილმა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ესთეტიკური აზროვნების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. იგი მთელი თავისი მოღვაწეობის პერიოდში კაცთა მოდგმის უმთავრეს საფიქრალს დასტრიალებდა. ჯემალ აჯიაშვილმა ის ღირებულებები წამოწია წინა პლანზე და წარმოაჩინა, რომელიც მარადიულია სამყაროს შექმნიდან დღემდე. ეს არის ღვთის სიყვარული, უფლის ძიება. მეოცე საუკუნის მწერალი საოცრად მჭიდრო კავშირს ამყარებს სასულიერო ლიტერატურასთან. საყურადღებოა აჯიაშვილის პოეზიაში გამოყენებული მხატვრული სახეები, რომლებიც წარმოადგენს ქრისტიანული სიმბოლიკის ტრანსფორმაციას თანამედროვე პოეტურ კონტექსტში. პოეტმა საბჭოთა პერიოდშიც შეძლო რელიგიური და ეროვნული თემატიკის ასახვა მეტაფორული აზროვნებისა და სხვა მხატვრული მინიშნებების მეშვეობით. აჯიაშვილის პოეზია წარმოადგენს ბიბლიური პარადიგმების ინტეგრაციას თანამედროვე ქართულ მწერლობაში, რაც განსაზღვრავს შემოქმედის როგორც სულიერ, ისე ლიტერატურულ იდენტობას. ამავდროულად ადასტურებს თანამედროვე ქართული პოეზიის მჭიდრო კავშირს სასულიერო ლიტერატურასთან და ქართული ლიტერატურული ტრადიციების უწყვეტობას.
წყაროები
აჯიაშვილი, ჯ. 2013. 100 ლექსი, თბილისი: „ინტელექტი”.
ბიბლია. 2013. თბილისი: გამომცემლობა „პალიტრა L”.
ბუჯიაშვილი, ე. 2012. „პოეტი გზადყოფნის მისტერიიდან“, ჟურნალი ჩვენი მწერლობა, N4(160), 2012.
გვეტაძე, ო. 2024. ქართული მწერლობის თვალსაწიერი, ქუთაისი: საგამომცემლო ცენტრი ქუთაისი.
ინანიშვილი, რ. 2010. საბავშვო ლიტერატურის საგანძური. თბილისი: გამომცემლობა „საქართველოს მაცნე”.
კაკალაძე, ე. ბერიძე, ნ. 2002. სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი. ბათუმი: გამომცემლობა „ალიონი”.
ხუცესი, ი. 1987. ქართული მწერლობა, ტომი პირველი. თბილისი.