ბიოსასუქი როგორც კურკოვნების დაავადებებისადმი გამძლეობისა და მოსავლიანობის ზრდის ფაქტორი
DOI:
https://doi.org/10.52340/191kk332საკვანძო სიტყვები:
ბიოსასუქი, ჯეოჰუმატი, ორგანიკა, მიკროორგანიზმი, პათოგენიანოტაცია
თანამედროვე მსოფლიოს წინაშე აქტიურად დაისვა საკითხი მცენარეთა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ შემცირდეს ქიმიური პესტიციდების გამოყენება და მოიძებნოს ალტერნატიული საშუალება. ამ თვალსაზრისით მცენარეთა გამძლეობის გაზრდისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მათ კვებას ბიოორგანული სასუქებით. ამ მიზნით, შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ფოთლოვანი, ასევე ფესვური გამოკვება. როგორც ცნობილია, ფოთლოვანი კვება უფრო ეკონომიურია და შედეგიც სწრაფად მიიღება, ამიტომ ჩვენ მიერ შესწავლილ იქნა კურკოვანი ხეხილის (ატამი, ქლიავი) ბიოსასუქებით–ჯეოჰუმატითა და ორგანიკით ფოთლოვანი კვების შედეგი. ჯეოჰუმატი არის ბიოორგანული სასუქი მიკროელემენტებით. მისი გამოყენების შემთხვევაში ჩქარდება ცილოვანი ცვლა, რასაც თან ახლავს მცენარის ზრდის გაძლიერება. იზრდება მცენარეთა გამძლეობა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა მიმართ. ორგანიკა არის ეკოლოგიურად სუფთა ევროკავშირის ქვეყნების მიერ სერტიფიცირებული ბიორგანული სასუქი. იგი შეიცავს თვითგამრავლების უნარის მქონე მცენარისათვის სასარგებლო სოკოებს, აზოტისა და ფოსფორის ფიქსატორს, ასევე M ჯგუფის ტიპის ბაქტერიებს, რომლებიც გახსნილია ჰუმუსითა და მიკროორგანიზმებით გამდიდრებულ წყალხსნარში და წარმოადგენს მიკროორგანიზმების შემდგომი გამრავლებისათვის საკვებ არეს–სუბსტრატს.
##plugins.themes.default.displayStats.downloads##
წყაროები
ბაღათურია მ., ყანჩაველი შ. 2005. ხეხილის ტრაქეომიკოზური ხმობისადმი გამძლეობის ბიოქიმიური მაჩვენებლები და გამოკვების გავლენა მათ აქტივობაზე. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი „პრომეთე“. 3(15), 2005: 54-58.
კერესელიძე მ., ყანჩაველი შ. 2016. ბიოლოგიური პრეპარატებისა და ორგანულ - ბაქტერიული სასუქის გამოყენების შესაძლებლობები სოფლის მეურნეობაში. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის. თბილისი.
კოღუაშვილი პ. 2016. ახალი ბიოორგანული ტექნოლოგია და კულტურათა ადაპტაცია გარემოს არახელსაყრელი პირობებისადმი. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. „ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის. შრომათა კრებული. თბილისი.
ყანჩაველი შ. 2017. მცენარეთა პათოლოგიის საფუძვლები, თბილისი გამომცემლობა „გრიფონი“.
ყანჩაველი შ. 2019. ფიტოიმუნოლოგია. სახელმძღვანელო. თბილისი გამომცემლობა „გრიფონი“.
ყანჩაველი შ.; ჩაჩხიანი–ანასაშვილი ნ. 2016. ადგილობრივი ბიოსასუქისა და ბიოპრეპარატების გამოყენების შესაძლებლობა ორგანულ სოფლის მეურნეობაში. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე“ #7. 2016.
Канчавели Ш., Павлиашвили К. 2020. Иммунизация растений против грибных и бактериальных болезней. Georgian Engineering News, vol.90, №1, 2020: 144-147.
Канчавели Ш. Кереселидзе М. 2016. Органика как средство увеличения устойчивости плодовых против трахеомикозного усыхания. Международная научно-практическая конференция “Состояние и перспектива защиты растений.” Минск.
Метлицкий Л., Озерецковская О. 1984. Биохимия имунитета, покоя, старения растений. М.: Наука.
Рубин Б., Арциховская Е. 1988. Биохимия и физиология имунитета растений. М.: Высшая школа.



