გეომორფოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზები საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონებში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით
DOI:
https://doi.org/10.52340/atsu.2020.1.15.14საკვანძო სიტყვები:
ტალღა, ნაპირი, ეროზია, გეოტუბიანოტაცია
ნაშრომში შემოთავაზებულია ზღვის სანაპირო არეების ეროზიული პროცესებისაგან დაცვის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც საქართველოში არ არის აპრობირებული. ახალი მეთოდი დაფუძნებულია ქვიშით შევსებული გეოტექსტილის დრეკადი მილებისგან დამზადებული ტალღამტეხი წყალქვეშა ბარიერების (გეოტუბების) გამოყენებაზე. რამდენიმე წყალქვეშა გეოტუბის გამოყენების შემთხვევისთვის განხილულია ქალაქ ფოთის ზღვის სანაპირო ზოლის ეროზიული უბანი, რომელიც მდებარეობს მდინარე რიონის „საქალაქო არხის“ შესართავის სამხრეთით. გეოტუბები განლაგებულია ნაპირის პარალელურად. გეოტუბებზე ტალღების გადავლების შემდეგ სანაპირო ზოლში წარმოშობილი წყლის დინებების ცირკულაციების ტიპების დასადგენად გამოიყენება ანალიზური მეთოდი. 2-უჯრედიანი ცირკულაციების დროს ნაპირი ეროზიულია, ხოლო 4-უჯრედიანის დროს - ზრდადი (აკრეციული). მიღებულია განტოლებათა სისტემა, რომლის რიცხვითი ამოხსნის შედეგად დადგენილია ქალაქ ფოთის სანაპირო ზოლისათვის გეოტუბების განთავსების პარამეტრები, როცა შესაბამისი ნაპირის მორფოლოგიური რეაქცია იქნება აკრეციული. გამოკვლეულია გეოტუბების სიგრძეების, მათი ნაპირიდან დაშორების, გეოტუბებს შორის შუალედების, ტალღების სიმაღლისა და წყლის გვერდითი შემაკავებელი კოეფიციენტის ცვლილების გავლენა ნაპირის მორფოლოგიური რეაქციის ხასიათზე. შედეგად დადგენილია იმ წყალქვეშა გეოტუბების პარამეტრები, რომელთა ზღვაში განთავსების შემდეგ ნაპირი დაცული იქნება გამორეცხვებისაგან და სანაპირო ზოლი გაიზრდება.
##plugins.themes.default.displayStats.downloads##
წყაროები
გაგოშიძე ... 2017: გაგოშიძე შ., კოდუა მ., საღინაძე ი., ქადარია ი. სამდინარო ჰიდრომშენებლობა და საქართველოს შავიზღვისპირეთის გეომორფოლოგიური პროცესები. მონოგრაფია. გამომცემლ. „ტექნიკური უნივერსიტეტი“, თბილისი, 2017.
საღინაძე ... 2018: საღინაძე ი., გამეზარდაშვილი ზ. შავი ზღვის ქალაქ ფოთის სანაპირო ზოლში შტორმების დროს ტალღების გავრცელებისას წყლის საშუალო დონის ცვლილების გაანგარიშება. „საქართველოს საინჟინრო სიახლენი“. N#1, 2018.
Bellotti ... 2004: Bellotti G. A simplified model of rip currents systems around discontinuous barriers. Coastal Engineering, 51, 2004.
Bellotti ... 2007: Bellotti G. An Improved Analytical Model for Estimating Water level set-up and currents induced by waves over submerged low crested coastal defense structures. Proceedings of the 5th Coastal Structures International Conference, 1, 2007.
Dean ... 1977: Dean, R.G. Equilibrium Beach Profiles: U.S. Atlantic and Gulf Coasts. Department of Civil Engineering. Ocean Engineering Technical Report. Vol. 12. 1977. 1977.
Deltares ... 2011: Deltares. (2011a). Delft3D-FLOW, simulation of multi-dimensional hydrodynamic flows and transport phenomena, including sediments. User Manual. 2011.
Kamphuis ... 1975: Friction factor under oscillatory waves. Journal of the Waterways, Harbors and Coastal Engineering Division, 101(WW2), 1975.
Pilarczyk ... 2003: Pilarczyk, K. W. Design of low crested (submerged) structures: an overview. Paper presented at the Proceedings of the 6th Conference on Coastal and Port Engineering in Developping Countries. 2003.
Ranasinghe ... 2006a: Ranasinghe, R. and I.L. Turner. Shoreline Response to submerged structures: A review. Coastal Engineering 53, 2006.
Ranasinghe ... 2006b: Ranasinghe, R., I.L. Turner and G. Symonds. Shoreline response to multi-functional artificial surfing reefs: A numerical and physical modeling study. Coastal Engineering 53, 2006.
Ranasinghe ... 2010: Ranasinghe, R., M. Larson and J. Savioli. Shoreline response to a single shore-parallel submerged breakwater. Coastal Engineering 57, 2010.
Villani ... 2012: Villani, M., Bosboom, J., Zijlema, M., & Stive, M. J. F. Circulation patterns and shoreline response induced by submerged breakwaters. Paper presented at the Proceedings of the 33rd International Conference on Coastal Engineering, Santander. 2012.
Van der Meer ... 2005: Van der Meer, J.W., R. Briganti, B. Zanuttigh and B. Wang. Wave transmission and reflection at low crested structures: Design formulae, oblique wave attack and spectral change. Coastal Engineering, 52, 2005.
Zanuttigh ... 2008: Zanuttigh, B., Martinelli, L., & Lamberti, A. Wave overtopping and pilling-up at permeable low-crested structures. Coastal Engineering, 55(6), 2008.
Zijlema … 2011: Zijlema, M., G. Stelling and P. Smit. SWASH: An operational public domain code for simulating wave fields and rapidly varied flows in coastal waters. Coastal Engineering, 58, 2011.
Haller ... 2002: Haller, M. C., Dalrymple, R. A., & Svendsen, I. A. Experimental study of nearshore dynamics on a barred beach with rip channels. Journal of Geophysical Research, 107(C6), 2002.



