გენდერული საკითხები თამაზ ბიბილურის პროზაში
DOI:
https://doi.org/10.52340/atsu.2026.1.27.07საკვანძო სიტყვები:
ბიბილური, გენდერული საკითხები, ქალი პერსონაჟები, უთანასწორო საზოგადოებაანოტაცია
თანამედროვე სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში გენდერული საკითხები ერთ-ერთ ცენტრალურ საკვლევ თემას წარმოადგენს. გენდერი, როგორც სოციალურ - ჰუმანისტური კონსტრუქტი, განისაზღვრება კულტურულ, ისტორიულ და ლიტერატურულ კონტექსტში, რაც ნიშნავს, რომ ქალისა და მამაკაცის როლი, უფლებები და სტატუსი დროთა განმავლობაში იცვლებოდა. მხატვრული ლიტერატურა, როგორც კულტურული დისკურსის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი, ასახავს საზოგადოებრივ ურთიერთობებს, გენდერულ როლებსა და იერარქიას. ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში გენდერული საკითხების კვლევის დროს საინტერესოა თამაზ ბიბილურის პროზის ფემინისტურ ჭრილში შესწავლა. ბიბილურის ქალი პერსონაჟები თავის თავში აერთიანებენ ტრადიციული ყოფისა და თავიანთი თანამედროვეობის გავლენებს. მწერლის თითოეული ქალი პერსონაჟი საინტერესოა იმ კუთხითაც, რათა გაირკვეს, თუ როგორი ცხოვრებით უწევდათ ცხოვრება ქართველ მანდილოსნებს გასული საუკუნის პატრიარქალური საზოგადოების წიაღში.
##plugins.themes.default.displayStats.downloads##
წყაროები
ბერიძე, ნინო. 2010. ქალი ქართული ლიტერატურაში: ისტორიული და თანამედროვე პერსპექტივები. თბილისი.
კალანდაძე, ანა. 2015. ქალების ხმის საკითხები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. თბილისი.
ტაბლიაშვილი, ეკა. 2018. გენდერი და იდენტობა ქართულ ლიტერატურაში. თბილისი.
ზარდიაშვილი, ნათია. 2005. ქალი პერსონაჟები კლასიკურ ქართულ რომანებში. თბილისი.
ხიმშიაშვილი, მარიამ. 2020. ფემინისტური კრიტიკა და ქართული ლიტერატურა. თბილისი, 2020.
Beard, Mary. 2017. Women & Power: A Manifesto. Profile Books.
Butler, Judith. 1990. Gender Trouble: Feminism and the Subversion of Identity. Routledge.
Bynum, C. W. 1987. Holy Feast and Holy Fast: The Religious Significance of Food to Medieval Women. University of California Press.
Meskell, Lynn. 1999. Archaeologies of Social Life: Age, Sex, Class et cetera in Ancient Egypt. Blackwell Publishers.



