ნაქერალას და ხვამლის ქედების სამკურნალო მცენარეები და მათი გავრცელების ლოკაციები
DOI:
https://doi.org/10.52340/atsu.2026.1.27.02საკვანძო სიტყვები:
ქედი, მცენარეები, სახეობა, სამკურნალო, ლოკაციაანოტაცია
სისტემატიკურად იქნა შესწავლილი ნაქერალას და ხვამლის ქედების ფლორაში გავრცელებული სამკურნალო მცენარეები. სამკურნალო მცენარეებს ოდითგანვე დიდი გამოყენება ჰქონდათ მედიცინასა და პარფიუმერიაში, როგორც ძვირფასს ნედლეულს ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, სპაზმოლიტური, ჰიპოტენზიური, გულსისძარღვთა, დერმატოლოგიური, ანტიჰელმითური, სეკრეციის გამაძლიერებელი პრეპარატების მისაღებად. საკვლევ რაიონში აღმოჩნდა საკურნალო მცენარის ოცდაათი სახეობა. დომინანტი ოჯახებია: labiatae (სამი სახეობით) და Compositae (ხუთი სახეობით). ბალახოვანია ოცი სახეობა, ბუჩქოვანი-ოთხი,ხემცენარეა-ექვსი. ორი სახეობა გვიმრანაირია, ერთი-შიშველთესლოვანი, ოცდარვა სახეობა კი - ფარულთესლოვანი. მხოლოდ ორი სახეობაა კავაკასიის ენდემი: Cenecio rombifolius da Valeriana tiliifolia. თავად საკვლევი ტერიტორია, მიეკუთვნება კოლხეთის ბოტანიკურ-გეოგრაფიულ პროვინციას, ხვამლისა და ნაქერალას ქედები გაერთიანებულია დასავლეთ ამიერკავკასიის კირქვიანების ტყისა და ალპურ ქვეპროვინციებში. ნაქერალას ქედი გამოყოფილია ცალკე დამოუკიდებელ ქვერაიონად რაჭის კირქვიანი ქედისა და ლეჩხუმის რაიონის ფარგლებში. ეს უკანასკნელი მოიცავს: 1.ლეჩხუმ-რაჭის დაბალმთიან ქვერაიონი, 2. ნაქერალას ქვერაიონი 3. საწალიკე-ხიხათა-ლეკნარის ქვერაიონი 4. შქმერის ქვერაიონი. ნაქერალას ქვერაიონში ავტორები აერთიანებენ ნაქერალას ქედს, თავშავას მასივს, შაორის ქვაბულს. ჩვენს საკვლევ ტერიტორიაში შედის:რაჭის ქედის დასავლეთი ნაწილი, კერძოდ: თავშავა, ნაქერალა, საწალიკე, წმინდა გიორგი.
##plugins.themes.default.displayStats.downloads##
წყაროები
გაგნიძე, რევაზ, დავითაძე, მურმან. 2000. ადგილობრივი ფლორა. ბათუმი.
გაგნიძე, რევაზ.1996. მცენარეთა გეოგრაფია. თბილისი.
გაგნიძე, რევაზ. 2005 საქართველოს ფლორის კონსპექტი. ნომენკლატურული ნუსხა. თბილისი.
ერისთავი, ლინა. 2012. სამკურნალო მცენარეები. თბილისი.
საქართველოს ფლორა. 1971-1987. I-XI ტ. თბილისი.
სოხაძე, ელენე. 1969. საქართველოს კირქვიანი მთების ბოტანიკურ-გეოგრაფიული მიმოხილვა. თბილისი.
ქუთათელაძე, ალექსანდრა. 1962. „საქართველოს ენდემები იმერეთის კირქვიანების ფლორაში“, საქ. ბოტ. საზ. „მოამბე“ . თბილისი.
Гагнидзе, Р.И., Кемулариа-Натадзе, Л.М. 1985. Ботаническая география флора Рача- Лечхуми, Тбилиси.
Колаковский, А.А. 1958. “Ботанико-географическое районированиеКолхиды”, труды сухумского ботанического сада.
Колаковский, А.А. 1961. растительный мир Колхиды, Москва.



