დიაუხის სამეფო იაზილიტაში აღმოჩენილი მენუას წარწერის მიხედვით

ავტორები

  • გიორგი გაფრინდაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

დიაუხი, ურარტუ, მენუა, უტუფურსი, ზუა, შაშილუ

ანოტაცია

ძვ.. I ათასწლეულის I ნახევარში ურარტუს მმართველები, მათ შორის მეფე მენუა აწარმოებდნენ სამხედრო ექსპედიციებს თანამედროვე კავკასიიის ტერიტორიაზე. ამ კონფრონტაციის ერთადერთ წყაროდ გვევლინებიან ურარტული ლურსმული ტექსტები. წარწერების თარგმნა და ანალიზი გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდის ამიერკავკასიის რეგიონის შესახებ. ჩვენს ნაშრომში განხილულია თანამედროვე იაზილიტაში აღმოჩენილი მეფე მენუას ერთი წარწერა და ამ წყაროში მოხსენებული კავკასიური ტოპონიმები, მათი ლოკალიზაციისა და იდენტიფიცირების საკითხები და შესაბამისად მარშუტი, რომლითაც ურარტუელმა მეფემ იხელმძღვანელა. ასევე, მაშინდელი დიაუხის სამხედრო-პოლიტიკური სურათი. სტატიაში დაზუსტებულია უძველესი ქართული სახელმწიფოს - დიაუხის სამხრეთ და ჩრდილოეთ საზღვრები და მისი რამდენიმე ტოპონიმის ადგილმდებარეობა. კერძოდ, გამოთქმულია მოსაზრება, რომ იგი იწყებოდა ურარტულ ტექსტებში მოხსენიებულ ქალაქ შაშილუდან.  ნაშრომში წარმოდგენილია წარწერაში აღწერილი სამხედრო ექსპედიციის მიმართულება. მენუას და უტუფურსს შორის დადებული გარიგება შედარებულია ეგვიპტის და ხეთას მმართველების - რამზეს II-ს და მუვათალს შორის ქადეშის ბრძოლის შემდეგ დადებულ გარიგებასთან, რომელიც რეალურად თანაბარი პირობების შეთანხმება იყო ორივე მხარისთვის, თუმცა მოგვიანებით ორივე მონარქი გამარჯვებას იბრალებდა. ნაშრომის კიდევ ერთი მოსაზრება მდგომარეობს იმაში, რომ მენუას და მისი ძის არგიშთის შემდეგ დიაუხის ურარტული წარწერებიდან გაქრობა არ ნიშნავს მაინდამაინც იმას, რომ დიაუხი დაეცა. ცნობილია, რომ როცა ასურეთმა ურარტუ საბოლოოდ დაამარცხა, ამის შემდეგ ასურეთი გაქრა ურარტულ ტექსტებში.

წყაროები

ასათიანი, შოთა. 1993. ,,სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ონომასტიკა ასურულ და ურარტულ წერილობით წყაროებში.“ წგნ. საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, 10-17. თბილისი: მეცნიერება.

გორდეზიანი, ლევან. 2019. ,,სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ეთნიკური სურათისთვის (ლურსმული ტექსტების მიხედვით).“ საერთაშორისო კონფერენციის მასალები, საქართველო - უძველესი მეტალოგენური კერა, თბილისი.

გორდეზიანი, ლევან. 2012. ძველი ისტორიის ნარკვევები. თბილისი: ლოგოსი.

ორბელიანი, სულხან-საბა. 1991. ელ. მეტრეველის და ც. ქურციკიძის რედაქციით. თბილისი: მერანი.

Gordeziani, Levan. 2019. Some Remarks on Qulḫa, Over the Mountains and Far Away. Studies in Near Eastern History and Archaeology presented to Mirjo Salvini on the Occasion of his 80th Birthday, edited by Pavel S. Avetisyan, Roberto Dan and Yervand H. Grekyan, 241-243. Oxford: Archaeopress Archaeology.

Salvini, Mirio. 2008. Corpus Dei Testi Urartei, I volume. Roma: Pubblicazione dell'Istituto di Studi Orientali di Roma.

Diakonoff I.M. and. S.M. Kashkai. 1981. Geographical Names According to Urartian Texts. Wiesbaden: Ludwig Reichert.

Арутюнян, Н. 2001. Корпус урартских клинообразных надписей. Ереван: 2001.

Меликишвили, ГиорГи. 1960. Урартские клинообразные надписи. Москва: Издательство Академии наук СССР.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-01-24

გამოცემა

სექცია

არქეოლოგია

როგორ უნდა ციტირება

დიაუხის სამეფო იაზილიტაში აღმოჩენილი მენუას წარწერის მიხედვით. (2025). აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, 2 (22), 78-89. https://moambe.journals.atsu.edu.ge/index.php/moambe/article/view/36