პავლე ჭავჭავაძე - რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების მმართველობითი პოლიტიკის ამსახველი ქართველი ემიგრანტი მწერალი
საკვანძო სიტყვები:
ემიგრანტი, არისტოკრატია, სამშობლოანოტაცია
წინამდებარე სტატია შეეხება ამერიკაში მოღვაწე ქართველ ემიგრანტ მწერალს პავლე ჭავჭავაძესა და მის შემოქმედებას. ნაწარმოები სახელწოდებით „მარია ავინოვი - სალოცავ ბილიკზე ჯოჯოხეთიდან“ ფაქტობრივად მემუარული ხასიათის ნაშრომია. მეგობრის მიერ წლების განმავლობაში დაგროვებული ისტორიული ღირებულების მქონე ჩანაწერები ქართველმა ემიგრანტმა ერთ მთლიანობად შეკრა და ნამდვილ, ლიტერატურულ შედევრად აქცია. ჩვენი ინტერესი ხსენებული წიგნისადმი განაპირობა უმთავრესად იმ გარემოებამ, რომ მასში პირდაპირ არის მხილებული ეპოქალური მანკიერება. ბოლშევიკური ხელისუფლების მზაკვრულმა პოლიტიკამ, რომელიც იმ პერიოდისათვის არაერთი ემიგრანტის სამშობლოდან გადახვეწის მიზეზი გახდა, რუსი არისტოკრატების ბედიც განსაზღვრა.
##plugins.themes.default.displayStats.downloads##
წყაროები
დაუშვილი, რუსუდან. 2014. ქართული ემიგრაცია ამერიკაში. თბილისი.
მეძმარიაშვილი, ელენე. 2021. „მესამე ტალღის ქართველი იმიგრანტი ქალები აშშ-ში: ამერიკანიზაციის პრობლემა“, სპეკალი. მის.: spekali.tsu.ge. მოძიებულია 26.04.2021.
ნიკოლეიშვილი, ავთანდილ. 2006. ქართული ემიგრანტული მწერლობა. ქუთაისი: ქუთაისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
პირველი, მ. 2021. „ამერიკელი მწერალი ჭავჭავაძე“, მის.: kutaisipost.ge. განთავსებულია 21.11.2019; მოძიებულია 03.03.2021.
Chavchavadze, Paul. 1968. Marie Avinov, Pilgrimage through Hell; Prentice-Hall, Inc., Englewood Cliffs, N.J.
Geoffrey T. Hellman. 1949. „Protean Prince“. the New Yorker, 1949.
Wellfleet, Mass. 1971. “Paul Chavchavadze Dies at 72; Translated Book by Alliluyeva”, the New York Times, 1971.
История рода Новосильцевых. 2021. Часть 6. მის.: baronet65.livejournal.com. განთავსებულია 30.08.2020; მოძიებულია 03.03.2021.
Ильин. А. 2021. Дворяне и революция: непростая судьба запрещенного сословия. მის.: bbc.com. განთავსებულია 10.10.2017; მოძიებულია 03.03.2021.



