ლევან გოთუას დრამა “შოთა რუსთაველი“ მოდერნისტული ესთეტიკის კონტექსტში
DOI:
https://doi.org/10.52340/atsu.2025.1.25.09საკვანძო სიტყვები:
გოთუა, დრამა, შოთა რუსთაველი, მოდერნიზმი, მეტადრამაანოტაცია
მეოცე საუკუნის თვალსაჩინო მწერლის ლევან გოთუას შემოქმედება ავტორის პოზიციას გამოხატავს საბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესების მიმართ. მისი რომანები და მოთხრობები, ასევე დრამებიც ასახავს მწერლისდროინდელი ეპოქისათვის ნიშანდობლივ სოციალურ და სულიერ სფეროში მომხდარ ძვრებს. გოთუას მხატვრული ნააზრევიდან ყველაზე ნაკლებად შესწავლილ უბანს მისი დრამატურგია წარმოადგენს. სტატიაში შევეცდებით დეიდეოლოგიზირებული მიდგომით გავაანალიზოთ ლ. გოთუას დრამა „შოთა რუსთაველი“, გამოვკვეთოთ მისი ლიტერატურულ–ესთეტუკური ღირებულებები და წარმოვაჩინოთ მწერლის სუბიექტური დამოკიდებულება პიესაში დასმული პრობლემების მიმართ. პიესის თანამედროვე მიდგომით განხილვა საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ მისი ადგილი მწერლის შემოქმედებასა და საერთოდ მეოცე საუკუნის ქართული დრამატურგიის ისტორიაში. განსხვავებით სხვა დრამებისაგან, „შოთა რუსთაველში“ მწერალმა ისეთ გამოსახვის საშუალებას მიმართავს, როგორიცაა შინაგანი მონოლოგი, ტექსტი ტექსტში, ასევე გამოიყენა თეატრი თეატრში, რამაც ეს დრამა დაუახლოვა მოდერნისტულ მხატვრულ პრაქტიკას. „შოთა რუსთაველში“ ნაჩვენებია დამოუკიდებელი მხატვრული სინამდვილის კონსტრუირება, თეატრალური სივრცის გაორმაგება, ესაა წარმოდგენა წარმოდგენაში, ანუ ერთგვარი თვითრეფლექსია სტრუქტურის თვალსაზრისით.
წყაროები
გაფრინდაშვილი, ნ., მირესაშვილი, მ. 2011. ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლები, თბილისი: გამომცემლობა „მერიდიანი“.
გოთუა, ლ. 1979. „შოთა რუსთაველი“, ჟურნალი საბჭოთა ხელოვნება, #4, თბილისი.
ვაჟა-ფშაველა, 1956. თხზულებანი, ტომი VII , თბილისი.
კანკავა, გ. 1985. ლიტერატურული წერილები, თბილისი: გამომცემლობა „მერანი“.
ლხცსა, ფ. 125, აღწ. 1, საქ. 63.
ლხცსა, ფ. 125, აღწ. 1, საქ. 66.
ჩიქოვანი, მ. 1937. ხალხური ვეფხისტყაოსანი, თბილისი.