ჩინური აქტინიდიას (კივის) ფენოლოგიური ფაზების შესწავლა და ნაყოფის პირველადი შენახვის პარამეტრების დაზუსტება ბაღდათის მუნიციპალიტეტის პირობებში
საკვანძო სიტყვები:
აქტინიდია, ფენოლოგია, ფაზები, ზრდა-განვითარება, მოვლაანოტაცია
აქტინიდიის ნაყოფის მოხმარება გაიზარდა მსოფლიო ბაზარზე, მისი პოპულარობა გამოწვეულია ნაყოფში დიდი რაოდენობით ვიტამინების შემცველობით და სამკურნალო თვისებებით. სტატიაში განხილულია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სუბტროპიკული კულტურის — კივის (Actinidia deliciosa) — ფენოლოგიური ფაზების ქრონოლოგია და თავისებურებები იმერეთის (ბაღდათის მუნიციპალიტეტის) აგროკლიმატურ პირობებში. გაანალიზებულია კლიმატური ფაქტორების გავლენა როგორც ვეგეტაციის დაწყებაზე, ისე მის დასრულებაზე, და მოცემულია პრაქტიკული რეკომენდაციები. ზოგადად, იმერეთი კივის კულტურისთვის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონია საქართველოში, თუმცა ფენოლოგიური ფაზების სწორად ცოდნა მევენახე-მებაღეს საშუალებას აძლევს: სწორად დაგეგმოს მოვლის ღონისძიებები; თავიდან აირიდოს გვიანი ყინვისა და სოკოვანი დაავადებების რისკები; მაქსიმალურად გაზარდოს მოსავლის რაოდენობა და ხარისხი; ბაღდათის მუნიციპალიტეტისთვის და ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის დამახასიათებელია მაღალი ტენიანობა, რბილი ზამთარი, რაც ხელსაყრელია მცენარეთა ვეგეტაციისათვის, თუმცა საჭიროებს სათანადო აგროტექნიკურ მეთოდებს — გასხვლა, გამოკვება, შეწამვლა და ა. შ.
წყაროები
1. კოპალიანი რ., უგულავა ვ. - სუბტროპიკული მეხილეობა. სახელმძღვანელო. ქუთაისი, 2010 წ.
2. Urhan Ozturk, Murat Korkmaz, Erdal Aglar - Changes in fruit quality properties and phytochemical substances of kiwifruit (Actinidia deliciosa) grown in different agro-ecological conditions during cold storage. BMC Plant Biology. 2024;
3. Urat Korkmaz, Burhan Ozturk, Serkan Uzun -How Does the Agro-Ecological Conditions Grown Kiwifruit (Actinidia deliciosa) Affect the Fruit Quality Traits and Bioactive Compounds during Shelf Life? . Horticulturae (MDPI) 2023;


